ჩინური კვლევა ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.
პაციენტთა ნახევარს ერთი წლის შემდეგ მაინც ჰქონდა ერთი ან სხვა სიმპტომი, ყველაზე ხშირად დაღლილობა ან კუნთების სისუსტე.
ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნება ქოშინი 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ეს რიცხვი გაიზარდა იმ ადამიანებს შორის, ვინც ვირუსის გამო მძიმედ დაავადდა.
კვლევის თანახმად, მამაკაცებთან შედარებით, აღნიშნული სიმპტომებისგან ქალები 43 პროცენტით მეტად დაზარალდნენ და ორჯერ მეტად ხშირად ჰქონდათ შფოთვა, დეპრესია.
„ლანცეტმა“კვლევასთან ერთად, გამოაქვეყნა სარედაქციო მასალაც, სადაც ნათქვამია, რომ დამტკიცებული მკურნალობის ან თუნდაც სარეაბილიტაციო მითითებების გარეშე ხანგრძლივმა კოვიდმა გავლენა იქონია ადამიანების ნორმალური ცხოვრების განახლების უნარსა და მათ შრომისუნარიანობაზე.
ხანგრძლივი კოვიდის პაციენტების სრულ გამოჯანმრთელებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе