გიორგი ფხაკაძე მსოფლიო ჯანდაცვის სამიტს დაესწრო ბერლინში
მსოფლიო ჯანდაცვის სამიტი ყოველწლიურად იმართება გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. letzte კონფერენციას შეხვედრას დაესწრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში — გიორგი ფხაკაძე.
სამიტის მიმდინარეობა და მთავარი თემები
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ბერლინში. მე პატივი მაქვს წარვადგინო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ძირითადად საუბარი ეხებოდა გლობალური ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებს — იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას”, — განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის — წამლებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობას, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებას და ისეთი ქვეყნებისთვის დახმარების მექანიზმებს, როგორიცაა საქართველო.
„მდიდარ ქვეყნებში ეს პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს. სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფები და ორგანიზაციები აქტიურად მსჯელობენ ამ საკითხებზე”, — აღნიშნა მან.
ვიზიტი „შარიტეს” ჰოსპიტალში
სამიტის ფარგლებში გიორგი ფხაკაძემ ასევე მოინახულა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო კლინიკა — Charité-ს ჰოსპიტალი, რომელიც ამავდროულად მსოფლიო ჯანდაცვის ფორუმის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია.
„ეს იყო დიდი, დაუვიწყარი გამოცდილება. „შარიტე” არის უმაღლესი სტანდარტებისა და დონის კლინიკა. დიდი პატივია, რომ გვაქვს საშუალება, გავიზიაროთ მოსაზრებები ასეთ ძლიერ კოლეგებთან”, — განაცხადა ფხაკაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის რეფორმები
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის შეფასებით, საქართველოს სჭირდება მასშტაბური რეფორმები, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს პაციენტებზე, წამლებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის ხარისხზე.
„უხარისხო ჯანდაცვას სჯობს საერთოდ არ გქონდეს. ეს არის ძალიან რთული, ძვირი და გრძელვადიანი პროცესი, რომელშიც ბევრი ადამიანი და რესურსია ჩართული. აუცილებელია განვავითაროთ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა და განხორციელდეს სამედიცინო განათლების რეფორმა”, — აღნიშნა ფხაკაძემ.
მან კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესის შესახებ: „15 სამედიცინო დაწესებულებამ უკვე გაიარა აკრედიტაციის პროცესი და მე უშუალოდ ვარ ამ პროცესში ჩართული.”
Accreditation Canada-ს პარტნიორი დაწესებულებები საქართველოში
Accreditation Canada-ს პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებებია:
• მედცენტრი / MedCenter — ბათუმი
• სოლომედი / SoloMed — ბათუმი
• Consilium Medulla / კონსილიუმ მედულა
• Jo Ann University Hospital / ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
• პინეო სამედიცინო ეკოსისტემა / Pineo Medical Ecosystem
• HERA 2011
• ვივო მედიქალ ჯგუფი / Vivo Medical Group
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital
• Innova Medical Center
• Innova Invitro / ინოვა ინვიტრო
• ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
• ჟორდანიას კლინიკა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). კონფერენცია ჩატარდა ბერლინში – გიორგი ფხაკაძე დაესწრო. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/konpherentsia-chatarda-berlinshi-giorgi-phkhakadze-daestsro/

