ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნია განცხადებით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში აუცილებელია საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უპასუხებს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს, ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს ამ სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას და რომელიც ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან იქნება შესაბამისობაში, რომელთა ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გააჩნია.
„კანონპროექტი შექმნის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული. კანონპროექტით დადგინდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ეფექტური განხორციელების მიზნებისთვის საკანონმდებლო ნორმები, რაც დაარეგულირებს აღნიშნულ პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებსა და მოვალეობებს, დაადგენს მოთხოვნებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვის და მისი მართვის თაობაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ეთიკური ასპექტების გამართვას და უანგარობის პრინციპზე დაყრდნობით დონაციის პრაქტიკას. დაზუსტდება დონორებისა და რეციპიენტების უფლებები და მოვალეობები ინფორმირებული თანხმობის, თანხმობაზე უარის თქმის, კონფიდენციალობისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების კუთხით. ამასთან, ჩამოყალიბდება როგორც ავტორიზაციისა და ზედამხედველობის სისტემა, ასევე მეთვალყურეობისა და სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების სისტემები და მონაცემთა ერთიანი ეროვნული რეესტრი.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). კანონპროექტი შექმნის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული. 13 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/kanonproeqti-sheqmnis-meditsinis-dakhmarebith-reproduqtsiis-sistemis-dzirithad-sakanonmdeblo-saphudzvels-romelits-evrokavshiris-standartebthan-iqneba-miakhloebuli/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T19:03:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
