შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიJessie J-ს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

Jessie J-ს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ბრიტანელმა მომღერალმა Jessie J-მ გაამხილა, რომ მკერდის სიმსივნე აქვს.

37 წლის მომღერალმა თაყვანისმცემლებს დიაგნოზის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა და დაწერა, რომ ექიმებმა დაავადება ადრეულ ფაზაში აღმოაჩინეს.

„ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი ტესტი გამიკეთეს. კიბო ნებისმიერ ფორმაში საშინელებაა, მაგრამ მე მანუგეშებს სიტყვა „ადრეული“, – თქვა მომღერალმა.

მან ასევე თქვა, რომ ოპერაციის გაკეთებას Capital’s Summertime Ball-ის შემდეგ აპირებს – ეს არის მინი-ფესტივალი, რომელიც ლონდონის უემბლის სტადიონზე ივნისში გაიმართება.

„ეს მკერდის პლასტიკის გაკეთების დრამატული გზაა“, – იხუმრა მომღერალმა.

Jessie J-ს კარიერა 2010 წელს, სინგლით Do It Like A Dude დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Price Tag, Nobody’s Perfect, Who You Are, Domino, Laserlight და სხვები. 2019 წელს მან „ბლექ სი არენაზე“ იმღერა.

  რა სახის ჯადოები არსებობს და რომელი მათგანია უტყუარი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი