შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიJessie J-ს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

Jessie J-ს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ბრიტანელმა მომღერალმა Jessie J-მ გაამხილა, რომ მკერდის სიმსივნე აქვს.

37 წლის მომღერალმა თაყვანისმცემლებს დიაგნოზის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა და დაწერა, რომ ექიმებმა დაავადება ადრეულ ფაზაში აღმოაჩინეს.

„ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი ტესტი გამიკეთეს. კიბო ნებისმიერ ფორმაში საშინელებაა, მაგრამ მე მანუგეშებს სიტყვა „ადრეული“, – თქვა მომღერალმა.

მან ასევე თქვა, რომ ოპერაციის გაკეთებას Capital’s Summertime Ball-ის შემდეგ აპირებს – ეს არის მინი-ფესტივალი, რომელიც ლონდონის უემბლის სტადიონზე ივნისში გაიმართება.

„ეს მკერდის პლასტიკის გაკეთების დრამატული გზაა“, – იხუმრა მომღერალმა.

Jessie J-ს კარიერა 2010 წელს, სინგლით Do It Like A Dude დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Price Tag, Nobody’s Perfect, Who You Are, Domino, Laserlight და სხვები. 2019 წელს მან „ბლექ სი არენაზე“ იმღერა.

  XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის, ბერნარდინო პინტურიკიოს სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის, საქართველოში დაბრუნდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი