ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოInstagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

პოპულარული სოციალური ქსელი Instagram ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც ძველი და საკმაოდ სადავო მახასიათებლის თანამედროვე ვერსიაა.ამ ფუნქციის მეშვეობით, Reels-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ იმ ვიდეოების სია, რომლებიც მათ მეგობრებს მოეწონათ ან რომლებზეც კომენტარები დატოვეს.

Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ, ამ ცვლილების შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ფუნქცია მიმართულია მომხმარებლებს შორის უფრო ღრმა და აქტიური ურთიერთობების შესაქმნელად.

ეს ძველ “აქტივობის” ველს მოგვაგონებს, რომელიც 2019 წელს გაუქმდა. როგორც დასაწყისში ითქვა, ახალი ველი მომხმარებლებს აჩვენებს, რომელ მეგობრებს მოეწონათ კონკრეტული ვიდეოები და ვინ დატოვა გამოხმაურებები Reels-ზე — ერთი შეხედვით, ეს კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი ფუნქციაა, მაგრამ შესაძლოა, უკმაყოფილებაც გამოიწვიოს.~

ამას წარსულის მაგალითიც გვიჩვენებს. “აქტივობის” ველი ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. ის მომხმარებლების ყველა ქმედებას ააშკარავებდა, რაც ზოგისთვის ზედმეტად საჯარო და უხერხული იყო. ბევრმა შესაძლოა, არ ისურვოს, რომ მათმა მეგობრებმა გაიგონ, რომელ ვიდეოებს უყურებენ ან იწონებენ. გარდა ამისა, TikTok-ის პერსონალიზებული ხასიათი ბევრისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, რაც Instagram-ის ახალი ფუნქციის საპირისპიროა.

სხვა პლატფორმები, მაგალითად, X (ყოფილი Twitter), მომხმარებლების ქმედებებს, პირიქით, მალავს, რათა უსიამოვნო სიტუაციები ააცილოს თავიდან. შესაბამისად, Instagram-ის ეს ნაბიჯი შესაძლოა, დისკუსიების ახალი ტალღის მიზეზი გახდეს. კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, იქნება თუ არა შესაძლებელი ახალი ფუნქციის გამორთვა. კითხვის გაგრძელება

  VIDEO: უნდა დავუმალოთ თუ არა ბავშვებს მშობლების კონფლიქტი?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი