აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ეს ფრაზა “შედედებული რძე” თავისთავად ტკბილად ჟღერს. ყველას სასიამოვმოდ გვახსენდება ბავშვობის ეს ტკბილი პროდუქტი. შედედებული რძე XIX საუკუნის დასაწყისში ფრანგებმა გამოიგონეს. დიახ, ჩვენი საყვარელი შედედებული რძე 200 წელზე მეტისაა!

კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ შედედებული რძე ითვლება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ტკბილეულად მაღალი კალციუმის შემცველობის გამო, მასში არ არსებობს საფუარი და საკვები დანამატები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ სახლში მომზადებულზე და არა დაკონსერვებულ შედ. რძეზე.

გასწავლით, როგორ მოამზადოთ 10 წუთში მოხარშული შედედებული რძე.

ინგრედიენტები:

- Advertisement -
Ad imageAd image

რძე 1 ჭიქა

შაქარი 1 ჭიქა

რძის ფხვნილი 1 ჭიქა

კარაქი 50 გრამი

წყალი 1 ს/კ

- Advertisement -
Ad imageAd image

მომზადება:

ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. მიიღებთ კარამელს.

დაამატეთ კარაქი, ურიეთ, რომ კარაქი გადნეს და მასას შეუერთდეს.

ნელ-ნელა დაასხით ადუღებული რძე. ურიეთ სანამ ერთმანეთს არ შეერევა.

დაამატეთ რძის ფხვნილი და ურიეთ კიდევ 3 წუთი.

გააციეთ, ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

კითხვის გაგრძელება #shenisupra

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…. 11 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აი-ასე-გამოიყურება-ნამდვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi