შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedილია ღუდუშაური: „ყველაზე მნიშვნელოვანი ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება“

ილია ღუდუშაური: „ყველაზე მნიშვნელოვანი ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება“

მიზნობრივი, ახალი პროექტები დაინიცირდა, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისთვის არის გამოყოფილი თანხები.

„წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილია. ასევე, მიზნობრივი, ახალი პროექტები დაინიცირდა, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება და საშუალებას მოგვცემს, რომ შემდეგი წლის განმავლობაში იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებსაც აქამდე ვაფინანსებდით, მთლიანად დავუფაროთ ის ხარჯები, რაც წლის განმავლობაში ექნებათ და აღარ იქნება პრობლემა, რომ ლიმიტი ამოეწურება და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახებისთვის არის გამოყოფილი თანხები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შემდეგი წლის განმავლობაში 1000 ოჯახი საცხოვრებელი სახლით უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

#datashvil

SheniEkimi.ge

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი