სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპირადობის მოწმობა ახალი დიზაინით გაიცემა – რა ეღირება და როგორი იქნება ახალი...

პირადობის მოწმობა ახალი დიზაინით გაიცემა – რა ეღირება და როგორი იქნება ახალი ID ბარათი

მათივე ცნობით, ახალი პირადობის საფასური იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.

ცნობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური (ფოტოსურათისა და საბანკო მომსახურების ცათვლით) 66 ლარს შედგენს.

უფრო კონკრეტულად, თუ როგორი იქნება ახალი დიზაინის ID ბარათი, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ახალი დიზაინის მოწმობაზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა. კერძოდ:

„მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს.

მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა, გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია“.

რაც შეეხება ძველი დიზაინის მოწმობებს, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით (ბარათზე მითითებული თარიღით), კვლავ ძალაში იქნება.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განმარტებით, ასევე განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები:

  • დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
  • მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
  • დიპლომატიური პასპორტი;
  • სამსახურებრივი პასპორტი;
  • ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი. კითხვის გაგრძელება
  გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი