ინდოეთი Nipah-ის ვირუსს ებრძვის — კერალაში სკოლები დაიხურა
სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში Nipah-ის ვირუსის გავრცელების გამო სკოლები დროებით დაიხურა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რა არის Nipah — „ღამურის ვირუსი”
Nipah პირველად 1998 წელს გამოვლინდა მალაიზიასა და სინგაპურში. პირველი დადასტურებული შემთხვევები ღორის ფერმებში მომუშავე ადამიანებში დაფიქსირდა.
ვირუსი ადამიანს გადაეცემა ინფიცირებულ ღამურასთან ან ღორთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად.
სიმპტომები და საშიშროება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირებულ პირებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ცხელება, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი და პირღებინება. მძიმე შემთხვევებში დაავადება იწვევს კრუნჩხვებს და კომას.
დღეის მდგომარეობით Nipah-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.
წყარო: NewPosts.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). „დაიკეტა სკოლები“ – ინდოეთი მომაკვდინებელ ღამურის ვირუსს ებრძვის. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/daiketa-skolebi-indoethi-momakvdinebel-ghamuris-viruss-ebrdzvis/
