პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაAxios: აშშ უკრაინისთვის ნატოს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის

Axios: აშშ უკრაინისთვის ნატოს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდების მკვეთრი ზრდის შესახებ განაცხადა, რათა შემდგომში ეს შეიარაღება უკრაინას გადაეცეს.

როგორც გამოცემა Axios-ი წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, მიწოდების პირველ ეტაპზე აშშ ნატოს მოკავშირეებს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის.

„მიწოდებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უკრაინისთვის არის განკუთვნილი, მოიცავს რაკეტებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებსა და საარტილერიო ჭურვებს. ეს არის ტრამპის პოლიტიკის კარდინალური ცვლილება. ის თავდაპირველად უარს ამბობდა უკრაინის მხარდაჭერაზე და ბოლო დრომდე ამტკიცებდა, რომ მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდიდა ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია სტატიაში.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს 50 დღე აქვს შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 100%-იანი ტარიფები დაუწესდება.

ჟურნალისტების ცნობით, ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მსოფლიო ნავთობის ბაზრებზე.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა Axios-თან კომენტარში აღნიშნა, რომ მოსკოვი 50 დღის ვადაში უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რათა თავიდან აიცილოს მკაცრი სანქციები და ტარიფები.

  „უნგრეთი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას უკრაინისთვის აშშ-ისგან იარაღის შესყიდვაში, როგორც ამას ტრამპი სთავაზობს“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი