ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოArtmemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარისკენ მოგზაურობის ფოტოები გააზიარა

Artmemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარისკენ მოგზაურობის ფოტოები გააზიარა

Artmemis 2-ის ეკიპაჟმა დედამიწისა და მთვარის პირველი ფოტოები გააზიარა, რომლებიც ხომალდ „ორიონის“ ბორტიდანაა გადაღებული. ასტრონავტებმა ასევე აჩვენეს, როგორ გადის მათი დღეები კოსმოსურ ხომალდზე.

ამერიკული კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ (Orion), რომლის ბორტზეც 4 ასტრონავტი იმყოფება, ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან მთვარისკენ წარმატებით აფრინდა. ეს მისია Artemis 2-ის ფარგლებში მოხდა.

ეს მთვარისკენ მიმართული პირველი პილოტირებული ფრენაა 1972 წლის შემდეგ.

გაშვება განხორციელდა მძიმე რაკეტა-მატარებლის, SLS-ის საშუალებით, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 1 აპრილს, 18:35 საათზე (თბილისის დროით 2 აპრილს, 02:35 საათზე).

ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტია: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები – კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.

მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს. მისიის მთავარი ამოცანა მთვარისკენ შემდეგი ფრენებისთვის ხომალდის სისტემების შემოწმებაა.

  ჰავაიზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი "კილაუეა" კვლავ აქტიურია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი