საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულ მსმენელებთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კურსის მსმენელები. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია.
ლევან მაისურაძემ მომავალ პოლიციელებს განუმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის ერთობლიობა სამართალდამცავ სფეროში. მან ყურადღება გაამახვილა იმ რეალურ გამოწვევებზე, რომლებსაც პოლიციელები ყოველდღიურ სამსახურში აწყდებიან, და საპატრულო პოლიციის სამსახურის სპეციფიკაზე.
შეხვედრის ბოლოს დეპარტამენტის დირექტორმა პასუხი გასცა მსმენელთა კითხვებს და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). პოლიციის აკადემიის მომავალი კადრები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. 25 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პოლიციის-აკადემიის-მომავ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
