პოლიციის აკადემიის მომავალი კადრები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდნენ

1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულ მსმენელებთან.

შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კურსის მსმენელები. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია.

ლევან მაისურაძემ მომავალ პოლიციელებს განუმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის ერთობლიობა სამართალდამცავ სფეროში. მან ყურადღება გაამახვილა იმ რეალურ გამოწვევებზე, რომლებსაც პოლიციელები ყოველდღიურ სამსახურში აწყდებიან, და საპატრულო პოლიციის სამსახურის სპეციფიკაზე.

შეხვედრის ბოლოს დეპარტამენტის დირექტორმა პასუხი გასცა მსმენელთა კითხვებს და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პოლიციის აკადემიის მომავალი კადრები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. 25 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პოლიციის-აკადემიის-მომავ/

გაუზიარეთ ეს სტატია