მიხეილ ყაველაშვილი: როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მე მგონი ამ პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს უმრავლესობა შეთანხმებულია.

მისი ყოველი განაცხადი, ქმედება უკვე ყველასთვის კარგად არის დასანახი და მე მგონი კითხვის ნიშნები ამ პერსონის მიმართ აღარ არსებობს – ჩვეულებრივი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც არც მალავს თავის ზრახვებს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სააკაშვილი სხვისი დავალებებით მოქმედებს, როგორც ახლა, ისე აგვისტოს ომის შემდეგ.

​„დაავალეს – ჩაჯდა არაჟნებისა და ხაჭოს კონტეინერში და ისე გამოაგზავნეს საქართველოში; დაავალეს და განახორციელა ეს უგუნური ქმედება მაშინ, აგვისტოს დღეებში; დაავალეს და უთხრეს: „რუსეთი ახლა არ შეიძლება იყოს ოკუპანტი და მტერი – ის უნდა იყოს თქვენი პარტნიორი, მიეცით საშუალება, გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“. გაიხსენეთ სენატორების – რიშისა და შაჰინის სიტყვები ინტერვიუდან: „ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, არჩევნების წაგების შემდეგ წასულიყო“. როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს – ჩვენი ომის შემდეგ. არ ვიცი რა დავარქვა ამ ხალხს, მე მგონი უსამშობლოები ყველაზე კარგი ეპითეტია. როცა სამშობლო გაწუხებს, წარმოუდგენელია მსგავსი ქმედებები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მიხეილ ყაველაშვილი: როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს. 11 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მიხეილ-ყაველაშვილი-როგო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi