„თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს შინდისის გმირებით – შინდისის გმირებმა ყველას დაანახეს, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას“-მიხეილ ყაველაშვილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს ვაჟკაცობით, მებრძოლი სულით და დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს შინდისის გმირებით.

„სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია. კიდევ ერთხელ, დიდება და პატივი მათ სულებს და სახელებს. ვნახე შინდისის გმირების მშობლები და პირადად გადავუხადე მადლობა ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ამ ბიჭების გმირობა. უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად უნდა ვგრძნობდეთ მათ გაკეთებულ საქმეს, რომ განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჩავუნერგოთ ის სულისკვეთება, რა სულისკვეთებითაც იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ შინდისის გმირები. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ყველას ახსოვდეს მათი  საქმე და გმირობა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს შინდისის გმირებით – შინდისის გმირებმა ყველას დაანახეს, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას“-მიხეილ ყაველაშვილი. 11 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თითოეულმა-ქართველმა-უნდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi