ღამურა სახლში შემოფრინდა – როგორ უნდა მოვიქცეთ?
პირველ რიგში, არ შეშინდეთ. ღამურა, როგორც წესი, სახლში შემთხვევით ხვდება და თვითონაც გასასვლელს ეძებს.
არასოდეს შეეხოთ ღამურას შიშველი ხელით! თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გიკბინათ ან უშუალო კონტაქტი გქონდათ, ღამურა გარეთ არ გაუშვათ – მოათავსეთ უსაფრთხო კონტეინერში და დაუკავშირდით ექიმს.
თუ ღამურა ოთახში დაფრინავს:
ოთახიდან გაიყვანეთ ბავშვები და შინაური ცხოველები და დახურეთ სხვა ოთახებში გასასვლელი კარები.
გააღეთ ფანჯარა ან გარეთ გამავალი კარი.
გამორთეთ ოთახის განათება და მიეცით დრო, რომ გასასვლელი თვითონ იპოვოს.
ნუ დაედევნებით ცოცხით და ნუ ეცდებით ჰაერში მის დაჭერას. ღამურა, სავარაუდოდ, თქვენთან შეჯახებას თავადაც აირიდებს.
გააღეთ ფანჯარა ან გარეთ გამავალი კარი.
გამორთეთ ოთახის განათება და მიეცით დრო, რომ გასასვლელი თვითონ იპოვოს.
ნუ დაედევნებით ცოცხით და ნუ ეცდებით ჰაერში მის დაჭერას. ღამურა, სავარაუდოდ, თქვენთან შეჯახებას თავადაც აირიდებს.
თუ ღამურა კედელზე ან სხვა ზედაპირზე მშვიდად ზის, შეგიძლიათ ფრთხილად დააფაროთ დიდი ყუთი ან სხვა მყარი კონტეინერი და ქვემოდან მუყაო შეუცუროთ. ხელით აყვანა მხოლოდ სქელი, გამძლე სამუშაო ხელთათმანებით არის რეკომენდებული, ვინაიდან ღამურის ნაკბენმა შესაძლოა თხელ ქსოვილში შეაღწიოს.
გარეთ გაშვება სასურველია მხოლოდ მშრალ და უქარო ამინდში. ღამურა მიწაზე არ დატოვოთ – მოათავსეთ შემაღლებულ ზედაპირზე, საიდანაც აფრენას შეძლებს.
თუ ღამურები სახლში ხშირად ჩნდებიან, სავარაუდოდ შენობაში არსებობს ნაპრალი ან ღიობი. ღამურები ხვრელებს თვითონ არ აკეთებენ, ისინი უკვე არსებულ პატარა ღიობებს იყენებენ. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტის დახმარება, განსაკუთრებით თუ შენობაში კოლონიაა ან ღამურები ზამთრობენ.
ღამურები ადამიანებზე თავდასხმას არ ცდილობენ. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემაში და დიდი რაოდენობით მწერებს, მათ შორის კოღოებს და ბევრ მავნებელს ანადგურებენ. ამიტომ მათი უსაფრთხოდ გაყვანა გაცილებით უკეთესი გამოსავალია, ვიდრე დაზიანება ან მოკვლა.
დაზიანებული ღამურის პოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ მესენჯერში დამიკავშირდეთ.
ფოტო: ©Tom Marshall
სახეობა: ჯუჯა ღამორი (Pipistrellus pipistrellus) – ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და ისინი ხშირად შენობებისა და ხეების ნაპრალებში ბინადრობენ, თუმცა მკაცრი ზამთრის პერიოდში შეუძლიათ მიწისქვეშა თავშესაფრებშიც გამოიზამთრონ.
წყარო: საქართველოს ველური ბუნება – Wildlife in Georgia


