საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმიური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს.
აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა.
სწავლებაში ინტეგრირებულად მოქმედებდა სადაზვერვო, ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები, რამაც სამიზნეების აღმოჩენა, მონაცემთა დამუშავება, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება და საცეცხლე ამოცანების ეფექტიანი შესრულება უზრუნველყო.
დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითმა ბრიგადამ სამკვირიანი სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასროლეთზე ჩაატარა. განაგრძეთ კითხვა


