კითხვა:ფესტივალის ფარგლებში, გიორგი ფხაკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარიძესთან
ფესტივალის ფარგლებში, გიორგი ფხაკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარიძესთან
Disclosure: This website may contain affiliate links, which means I may earn a commission if you click on the link and make a purchase. I only recommend products or services that I personally use and believe will add value to my readers. Your support is appreciated!
გაზიარება
ბათუმში “თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026” გაიმართა, რომელშიც მეთევზეები, რესტორატორები და ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარიძესთან.
„შეხვედრისას ვისაუბრეთ აჭარის რეგიონის განვითარების პრიორიტეტებზე, განსაკუთრებული ყურადღება კი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს დაეთმო. განვიხილეთ როგორც აჭარის მასშტაბით, ისე ბათუმში მოქმედი ჯანმრთელობის პროგრამები, პრევენციული ღონისძიებები, სკრინინგის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობები“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ დონეზე სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა დაავადებების პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობას.
„როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ დონეზე სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა დაავადებების პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობას.
სწორედ ასეთ პროგრამებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს დაავადებების ტვირთი და გააუმჯობესოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლები.
ასევე ვისაუბრეთ აკადემიური წრეების, ჯანდაცვის სექტორისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რათა საერთაშორისო გამოცდილებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვით, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამები.
მადლობას ვუხდი ბატონ ზურაბ პატარიძეს საინტერესო, გულწრფელი და შინაარსიანი შეხვედრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროფესიული დიალოგი ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების განხორციელებას და აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაძლიერებას“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თევზისა და ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები, მონაწილეობა მიეღოთ მასტერკლასებსა და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.
ღონისძიებაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც ფესტივალზე საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი. სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ლაბორატორიის საქმიანობისა და იმ კვლევითი მიმართულებების შესახებ საინფორმაციო მასალებს, რომლებიც აკვაკულტურის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.
ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია თევზის დაავადებების პრევენციის მიზნით კვლევების მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებსაც ლაბორატორია აკვაკულტურის სფეროს განვითარებისთვის ახორციელებს.
ფესტივალი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის “ფორეჯი” ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი მეთევზეობისა და აკვაკულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, თევზისა და ზღვის პროდუქტების მოხმარების კულტურის განვითარება, ასევე დარგში არსებული თანამედროვე მიღწევებისა და ინოვაციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ფესტივალის ფარგლებში, გიორგი ფხაკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარიძესთან [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%98/
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi