მოკლული მასწავლებლი, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში გაბაშვილი-რიკაძე-ჩიქოვანის სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ წერს
„გუშინ, გაბაშვილი-რიკაძე-ჩიქოვანის სააპელაციო სასამართლოს სხდომა იყო.
არც კი ვიცი რა დავწერო….
რიკაძის ადვოკატმა, არც მეტი, არც ნაკლები, რიკაძის უდანაშაულოდ ცნობა და გათავისუფლება მოითხოვა; თან დაგვპირდა დასკვნით სიტყვაში ამის აუცილებლობის დამტკიცებას.
გაბაშვილის ადვოკატმა, — მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის ტონი არ მომწონდა და მისი გადაწყვეტილება სამართლიანი ვერ იქნებოდა-ო.
მართლა ასე თქვა!
სულ ეს იყო მათი შესავალი სიტყვა. ჰო, სულ ეს იყო, ორ-ორ წუთში დაამთავრეს შესავალი სიტყვები.
ჩიქოვანის ადვოკატმა შეგვირჩია დიქცია და ორატორულად, შიგადაშიგ თითის ქნევით, საერთო მოტივიან, სისტემატურ, ჯგუფურ ძალადობებში ცალკე ქვაბი მოითხოვა, — პატარა და დაბალ პარზე — დემეტრეს მოსახარშად.
კიდევ კარგი, ის არ გვითხრა, დინამომეტრი არ ქონდა დამაგრებული ჩიქოვანს და დარტყმის ძალა არ გაგიზომავთ თორემ, დიდი ძალით კი არ ურტყამდა იმ ჩხუბებში, ვითომ-ვითომ დარტყმა იყო, მერე უბრალოდ გოგოებთან რომ ეტრაბახა „ბოქსის მასტერკლასი ბეიბი”-ო.
ვიცი, ვიიიცი, რომ მაქვს თმენის ვალდებულება ჩემი შვილის წინაშე!
მაგრამ მათაც კარგად იციან სული როგორ ამიწიოკონ და გუშინ ორჯერ გამომიყვანა მდგომარეობიდან გიორგი რიკაძის ადვოკატმა, ვინმე დათო სანაძემ.
ორჯერ მოითხოვა სიტყვა და ორივეჯერ ისაუბრა მხოლოდ ჩემზე.
პირველად, როცა ამტკიცებდა, რომ სასამართლოს ჩემთვის არ უნდა მოესმინა, რადგან ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილი იყო და ემოცია ყველასთვის ზედმეტი.
მეორედ, სხდომის დასასრულს, ისევ გამკიცხა.
იქ არ მომცა მოსამართლემ პასუხის უფლება და ვუპასუხებ აქ:
1) ვინმე, დათო სანაძემ, დაიჩივლა:
— პროკურორი ჩუმად შეუთანხმდა დაზარალებულის უფლება მონაცვლეს და მოულოდნელად მოიყვანა პროცესზე-ო.
ჩემი პასუხი:
— მე შენთვის ვარ დაზარალებულის უფლება მონაცვლე, თორემ სინამდვილეში, სადისტურად მოკლული მართალი ბიჭის გამხეცებული დედა ვარ!
— ისე, წესით ადვოკატმა უნდა იცოდეს, რომ პროკურატურა ჩემი მხარეა და როგორც გვინდა ისე შევთანხმდებით.
თუმცა შენ იმან აგაყვირა, რიკაძე რომ არ მოდიოდა პროცესზე და არც კი გითხრეს, სხდომაზე გაიგე მოსამართლისგან.
—ხედავ? ვინც ფულს გიხდის, მისთვისაც კი არარაობა ხარ.
— ადვოკატმა ისიც უნდა იცოდეს, რომ პროცესზე მოსვლის უფლება მაქვს კანონით! ყველა პროცესზე მხოლოდ იმიტომ არ დავდიოდი, რომ გიგას მკვლელების დანახვისას თავშეკავება მიჭირს. საქმის დამცველებად მეიმედებოდა პროკურორები და ჩემი გონიერი ადვოკატი, დარეჯან სულაშვილი, რომელიც შენსავით ტყუილად არ დადის პროცესებზე.
2) ვინმე, დათო სანაძემ, დაიჩივლა:
— ემოციურ ზეგავლენას ახდენს დაზარალებულის უფლებამონაცვლე-ო.
ჩემი პასუხი:
— ადვოკატმა უნდა იცოდეს, რომ სასამართლოს სახელმძღვანელო კანონთა კრებულია, თუმცა ყოველთვის ითვალისწინებს მიყენებული ზიანის ზომას.
და რომელი ემოცია აღწერს იმ ზიანს, რაც მე მომაყენეს?!?!?!
ისე, დათო სანაძევ, შენზე მეტად მინდა თავი შევიკავო და ჩემი ტკივილი ვერ დაინახოთ, რათა სიამოვნება არ მიიღოთ, თქვე სადისტებო!
3) ვინმე, დათო სანაძემ, დაიჩივლა:
— დაზარალებულის უფლებამონაცვლე ინიციალებით არ საუბრობს ჩვენს არასრულწლოვნებზე, მათ უფლებებს არღვევს და საჯარო გამოსვლებში სახელს და გვარს სრულად ამბობს-ო.
ჩემი პასუხი:
— ჯერ ერთი, შენ რომ რიკაძის ადვოკატი გახდი, ეგ უკვე სრულწლოვანი იყო.
— მეორე, არასწორი ის არის, დამნაშავის შეფუთვა რომ ხდება კანონით.
— და ბოლოს,
რიკაძემ ჩემი შვილის სისხლი დალია და უფლებები კი არა, მაგის ბედიც ჩემს ხელშია.
4) ვინმე, დათო სანაძემ, დაიჩივლა:
— დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ყველაფრის უფლება აქვს, ჩვენ არაფრის, ის ადვოკატების სახელებსაც კი ასაჯაროვებს და ამით ვისტრესებით-ო.
ჩემი პასუხი:
— დიახ, მე მაქვს განუსაზღვრელი უფლებები, რომელიც ჩემმა შვილმა დამიტოვა და შენს თავზე მაშინ უნდა გეფიქრა, გიგას მკვლელობით გამდიდრება რომ გადაწყვიტე.
5) ვინმე, დათო სანაძემ, დაიჩივლა:
— ჩვენ, ყველამ, სამძიმარი გამოვუცხადეთ გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს და ის ჩვენს თავს აწყევლინებს მთელ საქართველოს-ო.
აქ პასუხი აღარ მაქვს………
— აი, სწორედ ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან!
დათო სანაძევ, შენ და გიორგი სიბაშვილი, ხართ საქართველოს სირცხვილი!!!!
მაგრამ იცით რატომ ბედავენ ამდენს?
იმიტომ, რომ ლუკა გამყრელიძე და მიხეილ კუპრაშვილი ჯერ კიდევ პროკურორები არიან!
იმიტომ, რომ იაგო ტალახაძე ჯერ კიდევ პოლიციის უფროსია!
იმიტომ, რომ ნიკა ზირაქაშვილი და კლინიკა მედისონის რამდენიმე თანამშრომელი, ჯერ კიდევ ექიმ-ექთანია!
დაააააა, იმიტოოოომ, რომ
ნია იმნაძე,
გიორგი მალანია,
ანასტასია ბერუაშვილი
ჯერ კიდევ თავისუფალია!!!!!
ესენი, ვისი სახელებიც ჩამოვთვალე, საშიშები არიან საზოგადოებისთვის და მათი ადგილი არის ციხეში!
ვპირდები სამყაროს, ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე და ყველა ამოარწყევს გიგა ავალიანის ჩახვრეპილ სისხლს.
საქართველოში სამართალი ძნელი მისაღწევი ყოფილა, მაგრამ აღსრულებადს გავხდი!!!
P.S. ნია იმნაძეზე, გიორგი მალანიაზე და ანასტასია ბერუაშვილზე ყოველ დღე დავწერ პატარა პოსტებს!“


