განსაკუთრებული სისასტიკე: მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს – 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
განსაკუთრებული სისასტიკე: მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს - 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, ასევე, მხარეებმა ისარგებლეს რეპლიკით. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა, თუმცა, უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). განსაკუთრებული სისასტიკე: მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს – 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. 21 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/განსაკუთრებული-სისასტიკ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi