შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის მაქსიმალური ქულებისა და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, საგნების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება:
ქართულიენადალიტერატურა: მაქსიმალური ქულა – 60, გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი.
ზოგადიუნარები: მაქსიმალური ქულა – 80, გამოცდის ხანგრძლივობა – ვერბალური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი, მათემატიკური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი.
უცხოურიენები: მაქსიმალური ქულა – 70, გამოცდის ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წუთი.
ლიტერატურა: მაქსიმალური ქულა – 70, გამოცდის ხანგრძლივობა – 4 საათი.
მათემატიკა: მაქსიმალური ქულა – 51, გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი.
ისტორია: მაქსიმალური ქულა – 60, გამოცდის ხანგრძლივობა – 2 საათი და 40 წუთი.
გეოგრაფია: მაქსიმალური ქულა – 59, გამოცდის ხანგრძლივობა – 2 საათი და 40 წუთი.
ბიოლოგია: მაქსიმალური ქულა – 70, გამოცდის ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წუთი.
ქიმია: მაქსიმალური ქულა – 63, გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი.
ფიზიკა: მაქსიმალური ქულა – 63, გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი.
სახვითიდაგამოყენებითიხელოვნება: მაქსიმალური ქულა – 70, გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი.
სამოქალაქოგანათლება: მაქსიმალური ქულა – 60, გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი და 10 წუთი.
აფხაზურიენა: მაქსიმალური ქულა – 60, გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი.
ოსურიენა: მაქსიმალური ქულა – 60, გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.


