ორშაბათი, მაისი 25, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიწრაფ და სწორ რეაგირებას მოითხოვს - რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს,...

წრაფ და სწორ რეაგირებას მოითხოვს – რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა – სპეციალისტის რჩევა

ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლასთან ერთად, გველების გამოჩენის შემთხვევებიც იმატებს. ქვეწარმავლებს, განსაკუთრებით სოფლისა და ტყიანი ზონების მახლობლად შეხვდებით.

გველის ნაკბენი იშვიათი, მაგრამ სერიოზული პრობლემაა, რომელიც სწრაფ და სწორ რეაგირებას მოითხოვს.

რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა  – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თეიმურაზ კობიძე “რუსთავი 2-თან” საუბრობს.

– რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა? როგორია პირველი დახმარება საველე პირობებში?

რა უნდა გააკეთოთ:

1. დააწვინეთ დაშავებული და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.

2. ჩამობანეთ ნაკბენი ადგილი წყლით, თუ გაქვთ, საპნითაც.

3. ნაკბენ ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, გააკეთეთ “ნაოჭი”, ისე, რომ კბილების კვალი – ორი ნაჩხვლეტი მოექცეს მაღლა და ხელის მოძრაობით “გამოწველეთ”. ჭრილობა პირს დააღებს და გამოვა სისხლნარევი სითხე – ლიმფა.  “გამოწველვა” განსაკუთრებით ეფექტურია კბენიდან პირველ 10-15 წუთის განმავლობაში.

4. უთხარით ავადმყოფს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობებისაგან  (შხამი ვრცელდება ლიმფით, კუნთების შეკუმშვა კი დააჩქარებს ლიმფის მოძრაობას და შხამის გავრცელებას.)

5. დარეკეთ 112, აუხსენით რაც მოხდა.

6. დაზუსტებით გადაეცით თქვენი ადგილსამყოფელი, თუ არის რაიმე ორიენტირი.

7. შეკითხვებზე უპასუხეთ კონკრეტულად და მკაფიოდ.

8. არ გათიშოთ 112-თან საუბარი პირველმა, შეიძლება დისპეტჩერს კიდევ ჰქონდეს შეკითხვა. ან დაადგინოს თქვენი ადგილსამყოფელი.

9. თუ გაქვთ, წაუსვით  ნაკბენი ადგილზე სპირტში ან არაყში დასველებული ნაჭერი

10. დაუფიქსირეთ ავადმყოფს ნაკბენი ადგილი არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით, (ხის ტოტები, ღობის ფიცარი და სხვ) ორი უახლოესი სახსრის ჩათვლით.

11. მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე – წყალი.

12.  რაც  შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ ავადმყოფი უახლოეს საავადმყოფოში.

13. გახსოვდეთ: გველების მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, როგორც შხამიანი, ასევე უშხამო გველის მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ საავადმყოფოში.

  ფერის ფსიქოლოგია ინტერიერის დიზაინში – როგორ შეარჩიოთ ფერები თქვენი სივრცის განწყობისთვის

14. უშხამო გველის მიერ დაკბენილი რატომ უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოში, გველი ხომ უშხამო იყო?

– უშხამო გველის მიერ დაკბენილ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები, პირველი დახმარება და გაუკეთდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ანუ აიცრას ტეტანუსზე. რატომ? გველები იკვებებიან მღრღნელებით. მღრღნელები კი ტეტანუსის ენდემური კბენაა. მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც 19 წლის ბიჭი გადაურჩა კობრას ნაკბენს, მაგრამ მოკვდა ტეტანუსით (აცრა დაგვიანდა).

-არის რაიმე, რაც გველის კბენის შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს?

-1. არ გააკეთოთ კანის გრძელი “ლამპასისებური” განაკვეთები.

2. არ გააკეთოთ ჯვარედინი განაკვეთი

3. არ გააკეთოთ წრიული განაკვეთი, “არ ამოჭრათ”  ნაკბენი ადგილი

4. არ ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით (პირით ამოწოვის საშუალებით გამოდის შხამის მხოლოდ 20-30 %, სამაგიეროდ საფრთხე ექმნება იმას, ვინც ამას აკეთებს).

5. არ დაადოთ კიდურზე ლახტი, კიდურზე არ გადაუჭიროთ ქამარი, თოკი, მავთული და სხვა.

6. არ ამოწვათ ნაკბენი ჭრილობა.

7. არ დაალევინოთ ავადმყოფს ალკოჰოლური სასმელი.

8. არ გაუკეთოთ ნაკბენ ადგილზე დამჟანგველები (კალიუმის პერმანგანატი და სხვ).

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.