პარასკევი, მაისი 22, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი„3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას...“ - კაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით...

„3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას…“ – კაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, პატიმრობა შეეფარდა – რატომ ჩაიდინა? რას ამბობს საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებული

საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა საქალაქოს სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. “შლაგბაუმი”, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. შემდეგ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა.

როსტომ მაზმიშვილს ბრალდება სხვის ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ორივე მუხლი არის რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით წარდგენილი. ამასთან დაკავშირებითაც, ვნახეთ ვიდეო კამერები რომელიც გავრცელდა და ის ქმედება, რაც განზრახ  საქართველოს საპატრიარქოს მიმართ ჰქონდა განხორციელებული. წარსულში არის ნასამართლევი, კერძოდ 2025 წელს, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა დანიშნული ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. შესაბამისად, გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა, რომელიც მდგომარეობდა შემდგომში, რომ ის იყო შეზღუდული შეურაცხადი. მეორე მხრივ, ჩვენს სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე და მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე ის შესახლებული იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში, იქიდან რამდენიმე ხანში გადაყვანილი იქნა სპეციალურ დაწესებულებაში. გამომდინარე აქედან, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზეც დანიშნულიყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა,” – აცხადებს პროკურორი, ირაკლი ყვავაძე.

იმის ახსნა მინდა, რატომ ჩავიდინე ეს ქმედება და ამ კითხვას ველოდები,- ამის შესახებ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა როსტომ მაზმიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ განუმარტა, რომ დღეს მისი ბრალეულობის საკითხი არ განიხილებოდა.

„ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ.

დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს”,- განაცხადა ბრალდებულმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდა ის, შესაბამისად, მისი უფლება რომ არ დარღვეულიყო, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა.

  კასპში მომხდარი შემზარავი დანაშაული - მამაკაცმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა

პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.

შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა,

როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“კურიერმა” მოიპოვა კადრებიც, რომელიც საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტს ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ გადავიდა მსუბუქი მანქანის მძღოლი გზის საპირისპირო მიმართულებით, დააზიანა შლაგბაუმი, შეანგრია ჭიშკარი და აღმოჩნდა საპატრიარქოს ეზოს ტერიტორიაზე. მძღოლი სამართალდამცველებმა გუშინვე დააკავეს. თვითმხილველების განცხადებით, ის ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.