პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. მსჯავრდებულები დედაქალაქ ლისაბონიდან 70 კილომეტრში მდებარე ვალე-დე-ჟუდეუსის მკაცრი რეჟიმის აპატიმროდან გაიქცნენ. ამის შესახებ პორტუგალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას.
გაქცეულ პატიმრებს შორის არის ორი პორტუგალიელი, ერთი არგენტინელი, ასევე ბრიტანელი, რომელიც ცხრაწლიან სასჯელს გატაცებისა და ძარცვისთვის იხდიდა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პორტუგალიელებს 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი არაერთი დანაშაულისთვის, მათ შორის ნარკოვაჭრობისთვის, ქურდობისთვის, ძარცვისა და გატაცებისთვის. დანარჩენი სამი სასჯელს იხდიდა ისეთი კანონდარღვევებისთის, როგორიცაა ქურდობა, გატაცება და ძარცვა.
პორტუგალიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, პატიმრები შაბათ დილით კედელზე კიბის საშუალებით გადაძვრნენ, რა დროსაც გარედან მათ დახმარება აღმოუჩინეს. პორტუგალიის ციხის მცველთა ეროვნული გაერთიანება აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრები უკიდურესად საშიში არიან. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ მათ. პორტუგალიის პოლიციამ მათ დასაკავებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. 9 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პორტუგალიაში-ერთ-ერთი-ცი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T01:51:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
