შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეცვალა.
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით – გორსა და ბათუმში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა“ – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


