სოციალურ ქსელებში ვრცელდება ქუჩის კამერის გადაღებული უმძიმესი ავარიის კადრები, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოხდა.
ვრცელდება კადრები რა მოხდა, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე.
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი. მანქანაში 8 ადამიანი იჯდა.
გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც. ავარიის შედეგად დაიღუპნენ ძმები – ჯალილ და საჰილ მასიმოვები.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ვიდეო უმძიმესი სანახავია. ამიტომ სუსტი ნერვების პატრონებმა სჯობს არ უყურონ – სოციალურ ქსელებში ვრცელდება გარდაბანში მომხდარი, უმძიმესი ავარიის კადრები. 14 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვიდეო-უმძიმესი-სანახ/

