შემზარავი ავარია გარდაბანში – „სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი – ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.  ერთი  დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი.  მან­ქა­ნა­ში 8 ადა­მი­ა­ნი იჯდა.

გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც. ავარიის შედეგად დაიღუპნენ ძმები –  ჯალილ და საჰილ მასიმოვები.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნაცხა­დეს, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ბი­ჭე­ბი დი­ლით სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ისი­ნი ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­დი­ოდ­ნენ, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ჩვე­ნი სოფ­ლის, ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი ოთხი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი. ორი ძმა და კი­დეც ორი ძმა, ეს ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში. იმ ად­გი­ლას ვინც იყო, ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნის ნა­წილს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი.“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შემზარავი ავარია გარდაბანში – „სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი – ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი“. 14 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შემზარავი-ავარია-გარდაბა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi