სეტყვა თელავის მუნიციპალიტეტში. დაზიანებულია სოფელ ყარაჯალას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქიამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ერთწლიანი ნარგავები და ხეხილი.
მოსახლეობა ამბობს, რომ სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი ახლად დათესილ და სეზონურ კულტურებს მიაყენა.რა რაოდენობის ზიანი მიადგა სოფელს, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.


