საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, „თბილისის ფინანსური სამიტი“ ჩატარდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

2025 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით და სინგაპურულ ორგანიზაცია Global Finance & Technology Network Limited-თან (GFTN) თანამშრომლობით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ჩატარდება.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები და პანელური დისკუსიები, რომელიც მიეძღვნება ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. სამიტს დაესწრება 800-მდე ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები.

კითხვის გაგრძელება

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, „თბილისის ფინანსური სამიტი“ ჩატარდება. 10 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-ეროვნული-ბა-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi