6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, საუბრისას განიხილეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს.


