ავლაბარში, ფაღავას ქ. N18-ში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, გამგეობას აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ხუთი ოჯახი გაყვანილი ჰყავს ბინის ქირის კომპენსაციით. მათივე განმარტებით, ავარიულ საცხოვრებელ სახლში დარჩენილი იყო ორი ოჯახი, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს გამგეობის შეთავაზებაზე.
“ამჯერად ეს ორი ოჯახიც აცხადებს თანხმობას ბინის ქირით კომპენსაციაზე და ისინი უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან“,-განმარტავენ ისნის რაიონის გამგეობაში.
ფოტოს “ფორმულა“ ავრცელებს.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ავლაბარში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91/
sheniekimi.ge/ambebi
