სტუმრად ციცინო შურღაიასთან
ექიმ ციცინო შურღაიას „ტვ პირველი” რუბრიკით ,„სახლი“ და გოგოლა კალანდაძე სწორედ იმ სახლში ესტუმრნენ, რომელიც მან ია ფარულავასგან შეიძინა
„ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოვეწყვე, მაგრამ ნახევრად კი, ეს ნაწილი გავაკეთეთ, კედლები გადავღებეთ და იატაკი გავაკეთეთ. რომ გეთქვა, რომ ცოტა ადრე მოვალთო, ვერ მიგიღებდით, რადგან არ იყო აქ მისაღებად საქმე.
ვერ ვიტყვი, რომ კარგი საქციელი ჩავიდინე, მაგრამ გადმოვედი… ამაზე მეტს ვერ ვისაუბრებ. სახლი – არის ადგილი, სადაც ვისვენებ, ვცხოვრობ, ყველა კუთხე ძვირფასია, ნივთებიც.. რაღაცას სულ უნდა ვაკეთებდე ხელით… სახლში ბევრ დროს ვატარებ…“, აღნიშნავს ექიმი ციცინო შურღაია


