“არის უშვილო ცოლ-ქმრის ლოცვა, რომელსაც ძილშიც კი ვამბობდი…“ – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი იოანე
ილია:
„მოხდა ის ბედნიერება, რომ შეგვეძინა ბავშვი. მე ჩემი პირობა ავასრულე – თბილისიდან წამოვედი ფეხით, ხუთი დღე ვიყავი გზაში. მარტო მაგაზე ვფიქრობდი, რომ უფალო, გთხოვ, მიმიყვანე იქამდე, პირობა შემასრულებინე და მერე რაც გინდა იყოს-თქო. მართლაც უფალმა შემაძლებინა და დედა ღვთისმშობელმა. მამა გაბრიელის ხატს რომ მოვაბრძანებდი, მაგან შემაძლებინა, თორემ მე ნამდვილად ვერ შევძლებდი მაგდენ სიარულს… ბევრი კეთილი ადამიანი მხვდებოდა, თითქოს უფალმა გამომიგზავნაო. ზოგი საკვებს მთავაზობდა, ზოგი წყალს მთავაზობდა. რომ ხედავდნენ, ხატს მივაბრძანებდი, მლოცავდნენ.“


