ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9-14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

9 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:20 საათზე

14 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:20 საათზე.

შეგახსენებთ, 1 გზის ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: https://www.airports.ge/flight/list?page=2

  რა შესაძლებლობები აქვს ამერიკულ მფრინავ რადარს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი