საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9-14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

9 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:20 საათზე

14 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:20 საათზე.

შეგახსენებთ, 1 გზის ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: https://www.airports.ge/flight/list?page=2

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა. 6 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-აეროპორტებ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi