კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება2025 წელს საქართველოში ქორწინებების რიცხვი გაიზარდა, განქორწინებები შემცირდა

2025 წელს საქართველოში ქორწინებების რიცხვი გაიზარდა, განქორწინებები შემცირდა

2025 წელს საქართველოში ქორწინებების რიცხვი გაიზარდა, განქორწინებები შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წლის დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან ირკვევა.

2025 წელს საქართველოში სულ 22 285 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია.

ქორწინების ასაკობრივი მაჩვენებელი გასულ წელს ასეთი იყო:

  • ქალებისათვის პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 30.1 წელს შეადგენს (ზრდა წინა წელთან 0.2 წელი);
  • მამაკაცებისათვის ეს მაჩვენებელი 32.4 წელია (ზრდა წინა წელთან 0.2 წელი)

რეგიონული ჭრილში ქორწინებების ყველაზე მაღალი რაოდენობა თბილისში (6 553), ქვემო ქართლსა (2 944) და იმერეთში (3 284) დაფიქსირდაქორწინებების ზრდის პარალელურად, ქვეყანაში შემცირდა რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა2025 წელს ეს მაჩვენებელი 13 173 ერთეულს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6 პროცენტით ნაკლებიაგანქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში აღირიცხა (4 547), ხოლო ყველაზე ცოტა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (110).

რეგიონი ქორწინება განქორწინება
საქართველო 22,285 13,173
თბილისი 6,553 4,547
იმერეთი 3,284 2,085
ქვემო ქართლი 2,944 1,325
აჭარის ა.რ. 2,335 1,084
სამეგრელო-ზემო სვანეთი 1,892 1,363
კახეთი 1,716 979
შიდა ქართლი 1,453 791
სამცხე-ჯავახეთი 859 310
გურია 575 343
მცხეთა-მთიანეთი 465 236
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 209 110
  „ძალიან ცუდი წელი იყო... მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა...“ - მიშა ავსაჯანიშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი