შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური...

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს სულიერი მამის გარეშე ვხვდებით

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის გარეშე ვხვდებით, – აღნიშნულია საქართველოს პერეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის გარეშე ვხვდებით.

1917 წლის 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი. ამ ისტორიულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ერის ერთგულება საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ.

გისურვებთ მშვიდობას, ერთობასა და სულიერ სიმტკიცეს, განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე დღეებში. დაე, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია, რათა მომავალშიც ღირსეულად ვემსახუროთ სამშობლოსა და ჩვენს ტრადიციებს“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.

 

  სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - საქართველოს საგარეო უწყება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი