„ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, სამების ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში“ – საპატრიარქო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.

„ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, სამების ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში“ – საპატრიარქო. 18 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ილია-მეორისთვის-პატივის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi