შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა -...

 გაეროს გენერალურმა მდივანმა, ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა – რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება – მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები

 გაეროს გენერალურმა მდივანმა, ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით,შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული „მასიური სამხედრო დარტყმები“, ასევე ირანის შემდგომი თავდასხმები, სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა.

„რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რეგიონსა და მსოფლიოს შეჩერება მართებს. დეესკალაცია და დიალოგი ერთადერთი გამოსავალია. მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, დაიცვან საერთაშორისო სამართალი, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას“, – განაცხადა გუტერეშმა.

  ჩინეთში პირველი „ორსული“ რობოტის შექმნაზე მუშაობენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი