აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

საუბარია იმ ნავთობზე, რომელიც 12 მარტის მდგომარეობით გემებზეა დატვირთული და სარეალიზაციოდ არის გამზადებული.

ბესენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მსოფლიოს ენერგეტიკულ ბარზებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაბალი ფასების შესანარჩუნებლად“ მიიღო.

მისი თქმით, სანქციების დროებითი მოხსნა რუსეთის მთავრობას ხელშესახებ შემოსავალს არ მოუტანს. აშშ-ის ხაზინის მდივნის განმარტებით, ნავთობზე ფასის ზრდა არის „მოკლევადიანი და დროებითი შეფერხება“.

 

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა. 13 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-მთავრობამ-რუსული-ნ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi