სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; დაბინძურებული ინვენტარი; თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკის შემცველი მეთოდით.

აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა. 12 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-19/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi