საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის, თემურ დადიანის ვარჯიშს დაესწრო.
პაატა პატიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეს 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან აღნიშნა, რომ პირველი ქართველი პარაათლეტი, რომელიც საქართველოს სახელით ზამთრის პარალიმპიადაზე იასპარეზებს ის სამხედრო მოსამსახურეა, რომელსაც არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს მიღებული.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, სპორტული აქტივობების, ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდამჭერია. განაგრძეთ კითხვა


