პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის, თემურ დადიანის ვარჯიშს დაესწრო.

პაატა პატიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეს 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან აღნიშნა, რომ პირველი ქართველი პარაათლეტი, რომელიც საქართველოს სახელით ზამთრის პარალიმპიადაზე იასპარეზებს ის სამხედრო მოსამსახურეა, რომელსაც არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს მიღებული.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, სპორტული აქტივობების, ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდამჭერია.  განაგრძეთ კითხვა

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება. 3 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პარასპორტსმენი-და-სამხედ/

  ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi