„სააკაშვილიც, ჟორდანიაც კურდღლები იყვნენ. ყველა ვინც უცხოეთის ძალის ამოფარებით ცდილობს, თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი. ქართველ ერს ვერაფერი გადააჯიშებს, უბრალოდ ამ ერს სათავეში არ უნდა ჰყავდეს კურდღლები“-სიმონ მასხარაშვილი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

ისტორიკოსმა, სიმონ მასხარაშვილმა სტუმრად გადაცემაში „შუადღის პოლიტიკა“ 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე და მიმდინარე პერიოდზე ისაუბრა.

მასხარაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება ხშირად გმირებად აცხადებს არა ღირსეულ და სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს, არამედ მოღალატეებსა და უცხო ძალებზე დამოკიდებულ პოლიტიკოსებს.

როგორც ის აცხადებს, საქართველოსთვის მთავარი უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერება, ასევე, ქვეყნის სათავეში ღირსეული ლიდერის ყოლა და არა ისეთის, როგორიც მაგალითად, სააკაშვილი და ჟორდანია იყვნენ.

„ჩვენ გმირებად გვყავს გამოცხადებული ხშირ შემთხვევაში მოღალატეები, ხოლო საქართველოს და მსოფლიოს დამანგრეველ დემონებად ის ხალხი, ვისაც საღი გონება ჰქონდა, მაგრამ ერთში რაშიც ვთანხმდებით ალბათ ყველა მხარე არის ის, რომ ანწუხელიძე, ამბაკო საღარაძე, მარო მაყაშვილი, აი ეს კაცები, ეს ქალბატონები, ღირსეული ადამიანები, რომლებსაც მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ პირდაპირ ფეხებზე ეკიდათ, მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც, ერთა ლიგაც და რუსეთის იმპერიაც, მათთვის ამოსავალი წერტილი იყო საქართველო, საქართველოს მაქსიმალურად დამოუკიდებლობა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ქართული ენა, ქართული კულტურა, ქართული ფენომენი.

ასე ვიტყოდი, რომ საშინელებაა, როცა ლომებს კურდღლები მართავენ. უბედურება ის იყო, რომ ის ვაჟბატონი [სააკაშვილი] ციხეში რომ ზის, ისიც კურდღელი იყო, ჟორდანიაც კურდღელი იყო და ყველა ის ტიპი, ვინც უცხოეთის რაღაც ძალის ამოფარებით ცდილობს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი. მნიშვნელობა არ აქვს ამას ამერიკის თუ რუსეთის ამოფარებით ცდილობს და უბედურებაა, რომ ეს კურდღლები ლომებს მართავენ. რაც შეეხება ქართველ ერს, ქართველი ერი არის ლომების ერი. ქართველი ერი არის ის ერი, რომელსაც ბევრისთვის გაუძლია. ეს არის ერი -ფენიქსი. ეს არის ერი, რომელსაც ვერაფერი გადააჯიშებს, უბრალოდ ამ ერს სათავეში არ უნდა ჰყავდეს კურდღლები. ყველაზე მთავარი- უნდა გიყვარდეს ეს მიწა, ეს ქვეყანა. შენი ქვეყნის შემოქმედ ადამიანებს ჩარეცხილებს არ უნდა ეძახდე. იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლა ზურგით მოიტანეს ჩვენი ერი და ჩვენი კულტურა, უნდა უფრთხილდებოდეთ.

ის ომი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს დღეს, ჩვენი ომი არ არის. ჩვენთვის მთავარია, საქართველო მაქსიმალური ხეირით გადარჩეს. პირადად ჩემთვის არ არსებობს არც დემოკრატია, არც ლიბერალობა, არც ნაციონალიზმი, გარდა საქართველოსი. ერთადერთი ღირებულება არის საქართველო, ქართული კულტურა, იესო ქრისტე. ამის გადარჩენაა ყველაფერი და დანარჩენი ყველაფერი არის მოგონილი. კარგია, რაც ემსახურება საქართველოს, ქართველი ერის, ქართული ენის და ქრისტიანულ-ქართული სამყაროს ინტერესებს და რაც მას ეწინააღმდეგება, ყველაფერი ცუდია“, – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „სააკაშვილიც, ჟორდანიაც კურდღლები იყვნენ. ყველა ვინც უცხოეთის ძალის ამოფარებით ცდილობს, თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი. ქართველ ერს ვერაფერი გადააჯიშებს, უბრალოდ ამ ერს სათავეში არ უნდა ჰყავდეს კურდღლები“-სიმონ მასხარაშვილი. 24 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სააკაშვილიც-ჟორდანიაც/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T20:43:15+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi