ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„სააკაშვილიც, ჟორდანიაც კურდღლები იყვნენ. ყველა ვინც უცხოეთის ძალის ამოფარებით ცდილობს, თავის მიზანს...

„სააკაშვილიც, ჟორდანიაც კურდღლები იყვნენ. ყველა ვინც უცხოეთის ძალის ამოფარებით ცდილობს, თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი. ქართველ ერს ვერაფერი გადააჯიშებს, უბრალოდ ამ ერს სათავეში არ უნდა ჰყავდეს კურდღლები“-სიმონ მასხარაშვილი

ისტორიკოსმა, სიმონ მასხარაშვილმა სტუმრად გადაცემაში „შუადღის პოლიტიკა“ 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე და მიმდინარე პერიოდზე ისაუბრა.

მასხარაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება ხშირად გმირებად აცხადებს არა ღირსეულ და სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს, არამედ მოღალატეებსა და უცხო ძალებზე დამოკიდებულ პოლიტიკოსებს.

როგორც ის აცხადებს, საქართველოსთვის მთავარი უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერება, ასევე, ქვეყნის სათავეში ღირსეული ლიდერის ყოლა და არა ისეთის, როგორიც მაგალითად, სააკაშვილი და ჟორდანია იყვნენ.

„ჩვენ გმირებად გვყავს გამოცხადებული ხშირ შემთხვევაში მოღალატეები, ხოლო საქართველოს და მსოფლიოს დამანგრეველ დემონებად ის ხალხი, ვისაც საღი გონება ჰქონდა, მაგრამ ერთში რაშიც ვთანხმდებით ალბათ ყველა მხარე არის ის, რომ ანწუხელიძე, ამბაკო საღარაძე, მარო მაყაშვილი, აი ეს კაცები, ეს ქალბატონები, ღირსეული ადამიანები, რომლებსაც მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ პირდაპირ ფეხებზე ეკიდათ, მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც, ერთა ლიგაც და რუსეთის იმპერიაც, მათთვის ამოსავალი წერტილი იყო საქართველო, საქართველოს მაქსიმალურად დამოუკიდებლობა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ქართული ენა, ქართული კულტურა, ქართული ფენომენი.

ასე ვიტყოდი, რომ საშინელებაა, როცა ლომებს კურდღლები მართავენ. უბედურება ის იყო, რომ ის ვაჟბატონი [სააკაშვილი] ციხეში რომ ზის, ისიც კურდღელი იყო, ჟორდანიაც კურდღელი იყო და ყველა ის ტიპი, ვინც უცხოეთის რაღაც ძალის ამოფარებით ცდილობს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი. მნიშვნელობა არ აქვს ამას ამერიკის თუ რუსეთის ამოფარებით ცდილობს და უბედურებაა, რომ ეს კურდღლები ლომებს მართავენ. რაც შეეხება ქართველ ერს, ქართველი ერი არის ლომების ერი. ქართველი ერი არის ის ერი, რომელსაც ბევრისთვის გაუძლია. ეს არის ერი -ფენიქსი. ეს არის ერი, რომელსაც ვერაფერი გადააჯიშებს, უბრალოდ ამ ერს სათავეში არ უნდა ჰყავდეს კურდღლები. ყველაზე მთავარი- უნდა გიყვარდეს ეს მიწა, ეს ქვეყანა. შენი ქვეყნის შემოქმედ ადამიანებს ჩარეცხილებს არ უნდა ეძახდე. იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლა ზურგით მოიტანეს ჩვენი ერი და ჩვენი კულტურა, უნდა უფრთხილდებოდეთ.

  პლასტიკის აკრძალვა მხოლოდ სასმლის რეალიზაციას შეეხება

ის ომი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს დღეს, ჩვენი ომი არ არის. ჩვენთვის მთავარია, საქართველო მაქსიმალური ხეირით გადარჩეს. პირადად ჩემთვის არ არსებობს არც დემოკრატია, არც ლიბერალობა, არც ნაციონალიზმი, გარდა საქართველოსი. ერთადერთი ღირებულება არის საქართველო, ქართული კულტურა, იესო ქრისტე. ამის გადარჩენაა ყველაფერი და დანარჩენი ყველაფერი არის მოგონილი. კარგია, რაც ემსახურება საქართველოს, ქართველი ერის, ქართული ენის და ქრისტიანულ-ქართული სამყაროს ინტერესებს და რაც მას ეწინააღმდეგება, ყველაფერი ცუდია“, – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.