სახის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია – ექიმებმა პაციენტს ქალის სახე გადაუნერგეს, რომელმაც სიცოცხლე ასისტირებული თვითმკვლელობით დაასრულა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ბარსელონის ვალ დ’ებრონის კლინიკამ სახის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. მსოფლიოში პირველად, დონორი გახდა ქალი, რომელმაც წინასწარ განაცხადა თანხმობა საკუთარი სახის გაღებაზე ასისტირებული ევთანაზიის პროცედურის წინ.

კანის, კუნთების, სისხლძარღვებისა და ნერვების გადასანერგად დაახლოებით 100 სპეციალისტი მუშაობდა, მათ შორის ფსიქიატრები და იმუნოლოგები.

რეციპიენტი არის ქალი, სახელად კარმე (მისი სრული ვინაობა არ სახელდება). მას სახის ქსოვილების ნეკროზი განუვითარდა ბაქტერიული ინფექციის გამო, რომელიც კანარის კუნძულებზე მწერის ნაკბენის შედეგად დაეწყო. დაავადებამ ქალს ლაპარაკის, ჭამისა და მხედველობის უნარი დაუკარგა.

ეს ოპერაცია მედიცინის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ტექნიკური სირთულის, ისე ეთიკური კუთხით, რადგან დონორმა გადაწყვეტილება სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულებამდე მიიღო.

ოპერაცია ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ორშაბათს, 2 თებერვალს, კარმე პრესკონფერენციაზე გამოჩნდა და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ აღდგენითი პერიოდის დასრულების შემდეგ, კარმეს არა მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციები, არამედ სახის მიმიკაც დაუბრუნდეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სახის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია – ექიმებმა პაციენტს ქალის სახე გადაუნერგეს, რომელმაც სიცოცხლე ასისტირებული თვითმკვლელობით დაასრულა. 20 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სახის-გადანერგვის-უნიკალ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:42:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi