პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა

აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა

აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

“საუკუნოვანი ცხოვრების გზა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფროსს თაობაზე ზრუნვა და ღირსეული სოციალური პირობების შექმნა,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ამჟამად რეგიონში 100 წლის და მეტი ასაკის 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 111 წლის ქალბატონია. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალამბარში მცხოვრებ თინათინ მიქელაძეს 101 წელი შეუსრულდა. სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად თინათინ მიქელაძეს იუბილე მიულოცა.

  „მესამე დღეა, მიხარია ასეთი გამოხმაურება, თუ სოციალურ ქსელში თუ პირად ზარებში. გავიხსენეთ ძველი დრო…“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი