სამშაბათი, იანვარი 27, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს.

სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს.

არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

  როგორი იქნება ღია ამფითეატრი, რომელიც ორთაჭალაში აშენდება?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი