ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: წმინდა ანგელოზები გვეწევიან, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს...

მეუფე შიო: წმინდა ანგელოზები გვეწევიან, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას

წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება – სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

მან მორწმუნეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და დღევანდელ დღეს ეკლესიაში მოხსენიებული წმინდანების შესახებ ისაუბრა. მიტროპოლიტის თქმით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ. მათ შეწევნას კი ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა.

„დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა იოსებ მართალს, დამწინდველს, ასევე – წმინდა მოციქულ იაკობს, უფლის ძმად წოდებულს, როგორც უფალ იესო ქრისტეს ყველაზე ახლობელ ადამიანებს.

მათთან ერთად იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ დავითს, რომელიც გარდა იმისა, რომ მაცხოვრის წინაპარი იყო, სხვა წინასწარმეტყველებთან შედარებით მეტს წინასწარმეტყველებდა მაცხოვრის შესახებ. ასევე, ძველი აღთქმის სხვა მოღვაწეებზე მეტად მიუახლოვდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ აღთქმისეულ სულიერ განწყობას. ეს გამოვლინდა მის განსაკუთრებულ სიმდაბლეში, სინანულსა და სხვა თვისებებში.

დღეს არის ასევე 14 000 ბეთლემელი ჩვილის ხსენება, შეგვეწიოს მათი მადლი.

ამ ხსენებული წმინდანების ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ მათ განსაკუთრებული სახით ეძლეოდათ ღვთის შეწევნა. დღევანდელი სახარებაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება, ზოგჯერ განსაკუთრებული სახით მიეცეს, მოევლინოს ღვთის შეწევნა.

მართალ იოსებს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ ახალშობილი, ჩვილი იესო და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი წაეყვანა ეგვიპტეში, რაც იოსებმა შეასრულა. შემდეგ, ჰეროდე მეფის გარდაცვალების მერე, ანგელოზი ისევ გამოეცხადა იოსებს და უთხრა, დაბრუნებულიყო სამშობლოში მათთან ერთად. იოსებიც ადგა და დაბრუნდა, მაგრამ წავიდა ნაზარეთში, რათა აღსრულებულიყო ყველაფერი, რაც წმინდა წერილში წერია უფალ იესო ქრისტეს შესახებ. იქ ნათქვამია ბეთლემზეც, ნათქვამია ეგვიპტეზეც (დღეს იყო სახარებაში ეს მონაკვეთი) და ნაზარეთზეც (მთ. 2, 13-23).

  მიხეილ სარჯველაძე: რეფორმამ, რომელიც წამოიწყო პრემიერმა, გაამართლა - ზოგიერთი მედიკამენტის ფასი შემცირდა 12-ჯერ

მართალ იოსებს შეეძლო, არ დაეჯერებინა ანგელოზისთვის, მაგრამ მან დაუჯერა, ისევე როგორც დაუჯერეს მწყემსებმა, რომლებიც მივიდნენ იმ გამოქვაბულთან შობის ღამეს, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; როგორც დაუჯერეს მოგვებმა იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელმაც ისინი მიიყვანა იმავე გამოქვაბულთან… მაგრამ წმინდა ანგელოზები მხოლოდ ასეთ გამორჩეულ წმინდანებს როდი ეხმარებიან, არამედ ასევე – ყველას, ვინც ღმერთისკენ, ზეცისკენ მიისწრაფვის. ისინი ყოველთვის მზად არიან, დაგვეხმარონ.

შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: „ამიერიდან დაინახავთ გახსნილ ცას და ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ ძესა ზედა კაცისასა“ (ინ. 1, 51). ეს სიტყვები ყველას განეკუთვნება, ყველასთვის არის ნათქვამი, მაგრამ ამას რომ ვეღირსოთ, საჭიროა, ჩვენც გვჯეროდეს ანგელოზების, დავუჯეროთ მათ, ისევე, როგორც მოგვებმა, მწყემსებმა და მართალმა იოსებმა. ასევე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ. მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა. ისინი გვეხმარებიან, მივიღოთ საღვთო, მაცხონებელი მადლი, ის სულიწმინდის ნიჭები, რომლებიც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე და აქ დაგვიტოვა.

ისინი გვეწევიან ჩვენ, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას, რაც ვლინდება შემოქმედებით აქტივობაში, რითაც ასე ვემსგავსებით ღმერთს.

ანგელოზები გვეხმარებიან ლოცვაში, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა მაღლა, ღმერთისკენ. გუნდრუკი ხომ არის გულითადი ლოცვის სიმბოლო, რომელიც ასევე მიართვეს მოგვებმა მაცხოვარს.

დაბოლოს, წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება – სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან“, – განაცხადა მეუფე შიომ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.